შარლ მიშელი: “უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლეობას სურს

ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში პროცესების განვითარებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის ბირთვია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ტვიტერზე” დაწერა.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის გზასთან შესაბამისობაში არ მოდის.

„ამ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს.
კანონის უზენაესობისა და ადამიანური ღირებულებების ერთგულება ევროკავშირის პროექტის საკვანძო საკითხებია“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები