“რამდენიმე მათგანს დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის, ზურაბ ჯაფარიძესაც” – სახალხო დამცველმა პარლამენტთან აქციაზე დაკავებულები პოლიციის მთავარ სამმართველოში მოინახულა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა.

მან გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას დაკავებულები მოინახულა და მათ მდგომარეობას გაეცნო. იოსელიანის თქმით, სერიოზული გარეგანი დაზიანებები ზურაბ ჯაფარიძეს აღენიშნება.

“ყველა დაკავებული, ვინც აქ იმყოფება, მოვინახულე. 25 ადამიანია დაკავებული, რომელიც აქ არის და ყველა მათგანთან პირისპირ მქონდა საუბარი. მოვისმინე ის, თუ რა პირობებში მოხდა მათი დაკავება. რამდენიმე მათგანს გარეგნული დაზიანებები აღენიშნება. მოვინახულე ზურაბ ჯაფარიძეც, მასაც აღენიშნება გარეგნული დაზიანება. ყველამ განაცხადა, რომ ექიმთან კონსულტაცია გაიარეს. დაზიანებები ყველაზე სერიოზული, ვიზუალურად რაც მე ვნახე, ზურაბ ჯაფარიძეს აღენიშნება. თავისი დაკავების დეტალები პირადად მომიყვა”, – აღნიშნა ომბუდსმენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები