“გირჩი-მეტი თავისუფლება”: ვიკრიბებით დიღმის იზოლატორთან, რომ მოვითხოვოთ ზურაბ ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა
პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლება” განცხადებას ავრცელებს.
“დღეს, 17:00 ზე ვიკრიბებით დიღმის იზოლატორთან (კორნელი ჩალაძის 1 ), რომ მოვითხოვოთ ზურაბ ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა!”,- წერია პარტიის განცხადებაში.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე გვიან ღამით დააკავეს.
როგორც ადვოკატი ლაშა კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს, ჯაფარიძე დაკავების დროს არის ნაცემი. დაზიანებული აქვს მარჯვენა ხელის მტევანი და აღენიშნება სისხლჩაქცევები. მისივე თქმით, აუცილებელია თავის კომპიუტერული ტომოგრაფია, რათა გამოირიცხოს შინაგანი დაზიანება. რაც შეეხება ნიკა მოსიაშვილს, ადვოკატის თქმით, მას წიწაკის სპრეისგან სახის კანი და ხელები აქვს გაღიზიანებული / დაზიანებული და ამავდროულად აქვს თავის ტკივილი.