ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით უკრაინის დედაქალაქს ეწვია.
როგორც უცხოური მედია იტყობინება, გერმანიის კანცლერი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან და პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკთან შეხვედრებს გამართავს. კიევში ვიზიტით მყოფი ანგელა მერკელი კიევის, დონეცკისა და ლვოვის მერებსაც შეხვდება.
შეხვედრაზე განხილული იქნება უკრაინაში შექმნილი ვითარება და რუსეთთან ურთიერთობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები