საქართველოში შემოსულ 14 ვიზიტორს ებოლას ვირუსზე აკვირდებიან

საქართველოში შემოსულ 14 ვიზიტორს ებოლის ვირუსზე აკვირდებიან. საუბარია იმ ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე, სადაც მომაკვდინებელი ვირუსია გავრცელებული. მათი დიდი ნაწილი ნიგერიიდანაა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, მითითებული პირები ჯანმრთელები არიან, თუმცა პრევენციის მიზნით, მათზე 21 დღის განმავლობაში ზედამხედველობა მაინც იგეგმება.
ებოლას ვირუსი, ძირითადად, აფრიკის ქვეყნებშია გავრცელებული, საიდანაც საქართველოში მოქალაქეთა უფრო მეტ ნაკადს სასწავლო წლის დაწყების შემდეგ ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები