კულტურის სამინისტრო: მამუკა ჩარკვიანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში
კულტურის სამინისტრო ქართველი მუსიკოსის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც სამინისტრო წერს, მამუკა ჩარკვიანმა ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
„საქართველოს კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მუსიკოსის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო.
სამინისტრო უსამძიმრებს მუსიკოსის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
მამუკა ჩარკვიანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში. მან თავისი გამორჩეული შემოქმედებით თავი დაიმკვიდრა ქართულ ესტრადაზე.
მამუკა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, 2014 წელს ფილარმონიის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი, ხოლო 2023 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. მისი შემოქმედება სამუდამოდ დარჩება ქართული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად”,- წერია ინფორმაციაში.