რასმუსმენი რუსეთს “სუვერენიტეტის დარღვევაში” ადანაშაულებს
ნატოს გენრალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსმენი, უკრაინის ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლებასა და საერთაშორისო წითელ ჯვართან შეთანხმების გარეშე რუსეთის „ჰუმანიტარული კოლონის” შესვლას, გმობს. რასმუსმენი რუსეთს “სუვერენიტეტის დარღვევაში” ადანაშაულებს.
„ეს არის, რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების უხეში დარღვევა, მათ შორის ბერლინსა და ჟენევაში მიღწეულის, რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევა”, – ნათქვამია რასმუსენის განცხადებაში.
უკრაინაში „ჰუმანიტარული კოლონის” შესვლა ასევე დაგმო ევროკავშირმაც.