გორის ბაზარში ინციდენტი მოხდა
გორის ბაზრის მეპატრონესა და მოვაჭრეებს შორის გუშინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ძველი ბაზრის ტერიტორიაზე მეპატრონე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და რკინის ბოძებით შესასვლელი გზის გადაკეტვა სცადა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც ინციდენტის განსამუხტად საპატრულო პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.
მოვაჭრეები ბაზარს უკვე რამდენიმე თვეა არ ტოვებენ.