ლევან იოსელიანი: ვიქნები ყველას სახალხო დამცველი

გარანტია შემიძლია მივცე ყველა ჩვენს მოქალაქეს, პოლიტიკოსს, თუ არა პოლიტიკოსს, რომ ნამდვილად ვიქნები ყველას სახალხო დამცველი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძალიან მკვეთრი შეგრძნება იმისა, რომ სახალხო დამცველი არის ხალხთან.

„გარანტია შემიძლია მივცე ყველა ჩვენს მოქალაქეს, პოლიტიკოსს, თუ არა პოლიტიკოსს, რომ ნამდვილად ვიქნები ყველას სახალხო დამცველი. ეს არის ყველაზე მთავარი, ვიქნები ნეიტრალური და ყველას სახალხო დამცველი. მე ვფიქრობ, რომ ჩემი საქმიანობის შემდგომ ადამიანები შეხედავენ და ამას მიხვდებიან. საბოლოო ჯამში, ის განცდა, რომ სახალხო დამცველი შეიძლება არის ვიღაცის და ვიღაცის არა, ასეთი რაღაც მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს. მესმის, რომ არის პოლიტიკური ინტერესები ყოველთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძალიან მკვეთრი შეგრძნება იმისა, რომ სახალხო დამცველი პირველ რიგში არის ხალხთან და ის ამართლებს იმ სახელს, რასაც ჰქვია სახალხო დამცველი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები