ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი პარლამენტთან ხვალ მორიგ აქციას გამართავს
საქართველოს პარლამენტთან ხვალ, 09:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება.
ოპოზიციის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და რიგითი მოქალაქეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 10:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო.