საქართველოს გავლით სომხეთის რესპუბლიკაში ბუნებრივი აირის ტრანზიტი აღდგა

საქართველოს გავლით სომხეთის რესპუბლიკაში ბუნებრივი აირის ტრანზიტი აღდგენილია. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ დარიალის ხეობაში მეწყერის შედეგად დაზიანებული ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის 1200მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა.
შესაბამისად, 10:00 საათიდან რუსეთიდან სომხეთის რესპუბლიკაში ბუნებრივი გაზის ტრანზიტი აღდგენილია.
სომხეთის რესპუბლიკაში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის შეწყვეტის პერიოდში საქართველოს გაზმომარაგებას პრობლემები არ შექმნია.

შეგახსენებთ, რომ გაზის ტრანზიტი სომხეთს დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის გამო, რამდენიმე დღის წინ შეუწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები