სკანდალი ესტონეთში: პირველი ლედის მიერ პრეზიდენტის ღალატი დადასტურდა (ვიდეო)
ესტონურმა ჟურნალმა kroonika.ee სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს. გამოცემამ პირველი ლედის მიერ მეუღლის ღალატის დამადასტურებელი ფაქტები: ფოტო და ვიდეო-მასალა წარმოადგინა.
„აგვისტოს ერთ ღამეს პირველ ლედის ეველინ ილვესს დაავიწყდა საკუთარი სტატუსი და ქორწინება: დედაქალაქის კაფე Komeet-ის ტერასაზე იდუმალ უცნობს კოცნიდა და ეხვეოდა“, – წერს ესტონური გამოცემა.
როგორც ირკვევა, ეველინ ილვესი კაფე Komeet -ში 6 აგვისტოს იმყოფებოდა. პირველ ლედის საღამოსასთვის აქ საუკეთესო ადგილი ჰქონდა დაჯავშნილი ტერასაზე. პირველმა ლედიმ ღამის დიდი ნაწილი ამ კაფეში გაატარა, ხოლო გამთენიისას, როდესაც კაფეს სტუმრები დაიშალნენ და წავიდნენ, უცნობ მამაკაცთან ერთად ცეკვა წამოიწყო. ცეკვის დროს პირველი ლედი და მისი თანმხლები მამაკაცი ერთმანეთს კოცნიდნენ და ვნებიანად ეხვეოდნენ.
თვითმხილველთა თქმით, კაფეში ყოფნისას ეველინ ილვესი და მისი თანმაგზავრი შეყვარებულებივით იქცეოდნენ, ხოლო შემდეგ კაფე “Mercedes S” კლასის ავტომობილით ერთად დატოვეს.
“ესტონეთის პირველი ლედის თანამგზავრზე არაფერია ცნობილი. ფოტოებიდან გამომდინარე, ის სავარაუდოდ 28-30 წლის უნდა იყოს, ასევე თვითმხილველთა გადმოცემით, ის ესტონურად საუბრობდა.
საინტერესოა, რომ როდესაც პირველი ლედი ერთობოდა, მისი მეუღლე პრეზიდენტი ტომას ილვესი ქვეყანაში იმყოფებოდა.
P.S. სტატია გამოსაქვეყნებლად მზად იყო, როცა გაირკვა, რომ ეველინ ილვესმა თავის ფეისბუქ გვერდზე აღიარა ეს ფაქტი და ყველას მოუბოდიშა: „მე ამჟამად ცხოვრების ძალიან მძიმე პერიოდი მიდგას. გთხოვთ მაპატიეთ ყველამ, ვისაც გული გატკინეთ“, – წერს გამოცემა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=KXTzECqAoZg” width=”560″ height=”315″]
წყარო: kroonika.ee