ბაიდენი შოლცს: თქვენ უკრაინელებს როგორც სამხედრო, ასევე მორალური მხარდაჭერაც გაუწიეთ
უკრაინაში ომის დროს, ოლაფ შოლცის მხარდაჭერამ მსოფლიო შეცვალა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერთან შეხვედრისას განაცხადა.
„თქვენ გააძლიერეთ და უზრუნველყავით კრიტიკული სამხედრო მხარდაჭერა. ვიტყოდი, რომ თქვენი სამხედრო მხარდაჭერის გარდა, მორალური მხარდაჭერა, რომელიც თქვენ უკრაინელებს გაუწიეთ, იყო ღრმა. თქვენ განახორციელეთ ისტორიული ცვლილებები ქვეყანაში – თავდაცვის ხარჯების გაზრდა და რუსული ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირება – მე ვიცი, რომ ეს არ იყო ადვილი, ძალიან რთული იყო თქვენთვის. როგორც ნატოს მოკავშირეები, ჩვენ ვაძლიერებთ ალიანსს“, – განუცხადა ბაიდენმა გერმანიის კანცლერს.
თავის მხრივ, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება.
„ეს არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი წელი მშვიდობისთვის ძალზე საშიში საფრთხის გამო, რომელიც მოდის რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვიმოქმედოთ. ჩვენ ორგანიზება სინქრონულად მოვახდინეთ და ამ დროის განმავლობაში უკრაინის შესაბამისი მხარდაჭერა შევძელით“, – განაცხადა შოლცმა.