თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური სამხედრო დახმარების მიწოდების საკითხს კვლავ განიხილავს
ჩინეთი კვლავ განიხილავს რუსეთისთვის ლეტალური სამხედრო დახმარების მიწოდებას, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთს კვლავ შეუძლია გადადგას ესკალაციური ნაბიჯი რუსეთისთვის ლეტალური სამხედრო დახმარების მიწოდებით.
„ჩვენ არ გვჯერა, რომ მათ ეს საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.