აშშ-მა უკრაინას ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო
აშშ-მა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
„ეს პაკეტი მოიცავს მეტ საბრძოლო მასალასა და დამხმარე აღჭურვილობას მაღალი სიზუსტის ცეცხლსასროლი, საარტილერიო და ჯავშანტექნიკის ოპერაციებისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS); 155 მმ საარტილერიო ჭურვებს; 105 მმ საარტილერიო ჭურვებს; 25 მმ საბრძოლო მასალას; აღჭურვილობას ჯავშანტექნიკისთვის; სადიაგნოსტიკო აღჭურვილობას სატრანსპორტო საშუალების მოვლისა და შეკეთებისთვის; ასაფეთქებლებს; სათადარიგო ნაწილებსა და სხვა აღჭურვილობას.
შეგახსენებთ, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილმა დახმარებამ 32 მილიარდს გადააჭარბა.