CNN: აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

WASHINGTON, DC - MARCH 02: John Kirby, Coordinator for Strategic Communications at the National Security Council, answers questions during the daily press briefing at the White House on March 2, 2023 in Washington, DC. Kirby answered a range of questions primarily related to the ongoing war in Ukraine during the briefing. (Photo by Win McNamee/Getty Images)

აშშ უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პაკეტში შედის საბრძოლო მასალა HIMARS-ის სარაკეტო გამშვებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, ასევე ჯავშანტექნიკის ხიდის სისტემები.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ 2 მარტს განაცხადა, რომ აშშ უკრაინის დახმარების მორიგ რაუნდს გამოაცხადებს, რომელშიც შევა HIMARS-ისა და არტილერიის საბრძოლო მასალები.

გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა 2 მილიარდი დოლარის დახმარება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილმა დახმარებამ 32 მილიარდს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები