პოროშენკოს უფროსი ვაჟი კონფლიქტის ზონაში საიდუმლოდ იბრძვის (ვიდეო)

უკრაინული საინფორმაციო საშუალებების გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტის უფროსი ვაჟი АТО-ს ზონაში, უკრაინული არმიის რიგებში მსახურობს. სააგენტოები ამ ინფორმაციას ანტიტერორისტული ცენტრის მოლაპარაკებების მწარმოებელი ჯგუფის წევრის იური ტანდიტის ინტერვიუს საფუძველზე ავრცელებენ.
inforesist.org-ის გავრცელებული ცნობის თანახმად, იური ტანდიტმა ტელეარხ „5 канал“-ის ეთერში განაცხადა, რომ მან პოროშენკოს ვაჟი ATO-ს ზონაში, ერთ-ერთი სამხედრო ბანაკის კარავში, მტრის საცეცხლე პოზიციებთან ძალიან ახლოს ნახა. სამხედრო მომლაპარაკებელმა განაცხადა, რომ თავად პოროშენკო ამ ფაქტს არ ახმაურებს.
„ოთხი კვირის წინ ალექსეიმ მიიღო სამხედრო გაწვევის ცნობა. ამჟამად ის ATO-ს ზონაში, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ განყოფილებაში მსახურობს. სავარაუდოდ, მებრძოლებს შორის ის სხვა სახელითა და გვარით იმყოფება“, – განუცხადა vesti.ua-ს პოროშენკოს ოჯახის ახლობლებმა.
სააგენტო vesti.ua-ს ინფორმაციით, ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს პეტრე პოროშენკოს საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ ATO-ს ზონაში, უკრაინული არმიის რიგებში ასევე არსენ ავაკოვის, სერგეი პაშინკის , ანატოლი გრიცენკოს ვაჟებიც მსახურობენ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=N8Ca7MSw4hM” width=”560″ height=”315″]

წყარო: inforesist.org; vesti.ua

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები