უეფა ყირიმული კლუბების თამაშებს არალეგიტიმურად ცნობს
უეფას გადაწყვეტილებით, სამი ყირიმული კლუბის ყველა თამაში, რომლებმაც რუსეთის ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა, არალეგიტიმურად გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი უეფას წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამას გარდა, ცნობილი გახდა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალის პოვნის მიზნით, უახლოეს პერიოდში უეფასა და ფიფას წარმომადგენლები დიალოგს გამართავენ როგორც რუსეთის, ისე უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან.
შეგახსენებთ, რომ ყირიმულ საფეხბურთო კლუბებს – სიმფეროპოლის „ტსკ“-ს , სევასტოპოლის „სკჩფ“-ს და ჟემჩუჟინის „იალტას“ – 12 აგვისტოს რუსეთის თასზე ჰქონდათ დებიუტი, ხოლო 20 აგვისტოს რუსეთის მეორე დივიზიონის ეგიდითაც გამართეს პირველი მატჩები.
წყარო: bbc.co.uk/russian