იაცენიუკი: ATO-ს დაღუპული მებრძოლების ოჯახები 608 ათას გრივნას და ბინას მიიღებენ

უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენიუკის განცხადებით, ATO-ს დაღუპული მებრძოლების ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ. მისი თქმით, ყოველი ოჯახი 608 ათას გრივნას მიიღებს.
როგორც უკრაინის პრემიერმა აღნიშნა, ამ მიზნით ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეთა საკითხის შემსწავლელი სპეციალური სახელმწიფო კომისია შეიქმნა. მისივე განცხადებით, სპეციალურად ამ საკითხისათვის მოხდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის გაზრდა.
იაცენიუკმა ასევე გააჟერა უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დაგეგმილია საკუთარი საცხოვრებლის არმქონე ყველა დაღუპული მეომრის ოჯახების ბინებით უზრუნველყოფა.
„ჩვენ გამოვყავით 23 მილიონი. ახლა მიმდინარეობს დამატებითი სიის შედგენა, იმისთვის, რომ არცერთი ოჯახი არ გამოგვრჩეს“, – განაცხადა მან.
იაცენიუკმა ასევე გააჟღერა ინფორმაცია ომიდან დაბრუნებულთა რეაბილიტაციის და დახმარების პროგრამის შექმნის შესახებ, რომელიც მეომრებს სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნებისას ადაპტირებაში დაეხმარება.

წყარო: unian.net

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები