ნედ პრაისი: 30-წლიან პერიოდში საქართველოსთან პარტნიორობა გავხადეთ სტრატეგიული, ჩვენი სურვილია, განვაგრძოთ მუშაობა ევროატლანტიკური ერების ოჯახში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის

30-წლიან პერიოდში საქართველოსთან პარტნიორობა გავხადეთ სტრატეგიული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობაა ჩვენთვის, – ამის შესახებ  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით, მათი სურვილია, რომ განაგრძონ მუშაობა ერთად საქართველოს მომავლის იმ ხედვაზე, რომელიც გულისხმობს ქვეყნის სრულ ინტეგრაციას ევროატლანტიკური ერების ოჯახში.

„ეს იყო რამდენიმე ადმინისტრაციის პროექტი და ამიტომ ვფიქრობ, თქვენ მართალი ხართ, როდესაც მიუთითებთ იმაზე, რა თქვა ფიონა ჰილმა და კონდოლიზა რაისმა. ეს იყო საქართველოს ხალხის პროექტი, მაგრამ ასევე პარტნიორობა აშშ-სთან, რომელიც სათავეს იღებს საქართველოს დამოუკიდებლობიდან და ათწლეულები გრძელდება. თავიდანვე ჩვენ ვიყავით სოლიდარული ჩვენს ქართველ პარტნიორებთან და მათ მისწრაფებასთან, იყოს თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმოდა დამაზიანებელი რიტორიკა, რომელიც მოდიოდა მათგან, ვინც შესაძლოა, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ჩვენ ვისაუბრეთ ზემოთ ნახსენებ კანონზეც. ეს ყველაფერი როდესაც ვნახეთ და მოვისმინეთ, გამოვიყენეთ ჩვენი ხმა როგორც საჯაროდ, ისე კონფიდენციალურად. ელჩი დეგნანი და გუნდი თბილისში ღრმად იყვნენ ჩართული და ასრულებდნენ ამ პარტნიორობის სამუშაოს მათ ქართველ კოლეგებთან ერთად, და არა მხოლოდ ბოლო კვირებში, არამედ უკვე 30 წელია. ამ 30-წლიან პერიოდში საქართველოსთან პარტნიორობა გავხადეთ სტრატეგიული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობაა ჩვენთვის და ჩვენი სურვილია, განვაგრძოთ მუშაობა ერთად საქართველოს მომავლის იმ ხედვაზე, რომელსაც ვიზიარებთ და რომელიც გულისხმობს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროატლანტიკური ერების ოჯახში და საქართველოს, რომელიც არის ევროპის ნაწილი, საქართველოს, რომელიც არის გამთლიანებული, თავისუფალი და მშვიდობიანი. ცხადია, ბევრი გამოწვევა არსებობს, ზოგი შიგნით საქართველოში და ზოგიც საქართველოს საზღვრების პერიფერიაზე, მაგრამ ეს არის ხედვა, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ მოითხოვს პოლიტიკურ ნებას. ამას დასჭირდება მძიმე მუშაობა, ეს წაიღებს რესურსებს, რათა დავეხმაროთ იმის გაცნობიერებაში, რომ აშშ მზადაა, გააგრძელოს, იყოს საქართველოს პარტნიორი და ჩვენ იმედი გვაქვს, გავაგრძელებთ პარტნიორების მოძიებას საქართველოს მთავრობაში“, – აღნიშნა ნედ პრაისმა, რომლის განცხადებასაც „პირველი არხი“ ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები