ირაკლი კობახიძე: ის 20 კაცი, ვინც დღეს აქციაზე უსტვენდა, ეკლესიის მაგინებელი იყო

ადამიანურად, ძალიან გულდასაწყვეტი სხდომა იყო. ჯერ ის, რომ ოპოზიციამ მარტო ქალები დატოვა, სახე დაკარგეს, რაც დღეს პარლამენტში ვნახეთ, ეს იყო სირცხვილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განვითარებული დღევანდელი მოვლენები შეაფასა, სადაც საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობდა.

​„ეს ადამიანები [რადიკალური ოპოზიცია] ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ პირდაპირ არიან დაკავებული ანტიეკლესიური პროპაგანდით და ამას მიზანმიმართულად აკეთებენ, რადგან იდენტობა შეარყიონ. დღეს იყო ეკლესიის მაგინებლების აქცია. ის 20 კაცი, ვინც აქციაზე უსტვენდა, იყო ეკლესიის მაგინებელი. ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება ყველას აქვს ღირებულებითი პრობლემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი ვაშაძის მოწოდების შემდეგ, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააპროტესტეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები