სამოქალაქო აქტივისტები და „ნაცმოძრაობის“ წევრები ირაკლი კობახიძეს ტელეკომპანია „იმედთან“ დახვდნენ
სამოქალაქო აქტივისტები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს TV „იმედთან“ დახვდნენ.
ტელეკომპანიის შენობასთან შეკრებილებმა მმართველი გუნდის ლიდერთან შეხვედრა ვერ შეძლეს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.
შეგახსენებთ, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტების მოსმენამ საკანონმდებლო ორგანოში ხმაურის ფონზე ჩაიარა. გარდა ამისა, პარლამენტთან დღეს მოქალაქეებმა აღნიშნული კანონპროექტი გააპროტესტეს.