კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ – გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის – „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კულტურის სამინისტრო ინფორმაციით, კონკურსი შემოქმედებითი და სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენასა და განვითარებას, ახალი იდეების განხორციელებასა და ქვეყანაში მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრების გააქტიურებას ემსახურება. კონკურსი აერთიანებს შემდეგ დარგებს: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, ანიმაცია, ფოტოგრაფია, ახალი მედია, მედიახელოვნება.
„აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე, კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 300 000 ლარს, თუმცა საკონკურსოდ შემოსული განცხადებების რაოდენობისა და მათი ხარისხის გათვალისწინებით, სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია კონკურსის ორივე ეტაპისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობით დაეფინანსებინა პირველ ეტაპზე გამარჯვებული პროექტები. ამგვარად, 2023 წელს კონკურსის სრული ბიუჯეტი 683 720 ლარს შეადგენს. მონაწილეობისთვის სამინისტროს 96-მა განმცხადებელმა მომართა. გაიმარჯვა 35-მა პროექტმა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტრო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონკურსში გამარჯვებული პროექტებია:
1.​„საკრავიერი მუსიკის სანოტო კრებული“ – გამოცემა. განმახორციელებელი ფ/პ სოფიკო კოტრიკაძე;
2.​„ხელნაწერი ნოტები“, გარდაცვლილი კომპოზიტორის თამაზ ჯორბენაძის არქივში აღმოჩენილი ხელნაწერი ნოტების გაცოცხლება. განმახორციელებელი შპს ხელოვანთა კავშირი კონცეპტ-არტი;
3.​„მერაბ ბერძენიშვილი. ჩანაფიქრიდან ქმნილებამდე“ – ალბომის გამოცემა. განმახორციელებელი ფ/პ გიორგი ჯანბერიძე;
4.​„საქართველო ჩვენი თვალით დანახული” – გამოფენის ხელშეწყობა და ელექტრონული ალბომის მომზადება. განმახორციელებელი ააიპ ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა;
5.​პოდკასტი – „მოსაწყენი საუბრები მუსიკაზე”. განმახორციელებელი ინდ/მეწარმე თეა მუქერია;
6.​„მინანქრის საიუველირო სახელოსნოს აღჭურვა”, ქალაქ ფოთში მინანქრის საიუველირო სახელოსნოს დაარსება. განმახორციელებელი ფ/პ ნანა კუცია;
7.​„თანამედროვე ქართული კლასიკური მუსიკის კონცერტი უვერტიურა”. განმახორციელებელი ააიპ დათო ევგენიძის ფონდი თბილისი;
8.​სასცენო მუსიკალური ზღაპარი – „შეჰერეზადა და სინდბადი“. განმახორციელებელი ფ/პ ეკატერინე ცენტერაძე;
9.​„კლასიკური მუსიკა რეგიონებში”. განმახორციელებელი ფ/პ ვახტანგ ჟორდანია;
10.​„გაცოცხლებული ხელნაწერები“ – უნიკალური ხელნაწერი მემკვიდრეობის შთაგონებით ხელნაკეთი ასლების დამზადება წიგნის ფურცლების, სუვენირებისა და აქსესუარების სახით. განმახორციელებელი ფ/პ შოთა მაღლაკელიძე;
11.​„ნანინას დიდი ოჯახი – ამღერებული შთამომავლობა, ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფ „ნანინას“ აუდიოალბომის გამოცემა“. განმახორციელებელი ააიპ ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითი ჯგუფი „ნანინა“;
12.​„ალბომი: ქართული გაბმული ბანის ფოლკლორი და თანამედროვე ექსპერიმენტული ელექტრონული დრონ მუსიკა“. განმახორციელებელი ფ/პ თორნიკე მარგველაშვილი;
13.​„უსაზღვრო სახელოვნებო სივრცეები“. განმახორციელებელი სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
14.​„ახალი ქართული ანიმაცია“- შეიქმნება ქართული ზღაპრებისა და მითების მიხედვით. განმახორციელებელი ფ/პ მარიამ ჩიჯავაძე;
15.​„ფლეიტების მეშვიდე ფესტივალი საქართველოში, გორი 2023“. განმახორციელებელი ფ/პ მერი ჟვანია;
16.​„100 კოკროჭინა – ადვილი და საშუალო სირთულის ქართული ხალხური სიმღერები“ – სანოტო კრებულის შედგენა. განმახორციელებელი ფ/პ თამაზ გაბისონია;
17.​საიუბილეო წიგნ-ალბომის „ირაკლი გამრეკელი 130“ და მასზე დართული „ირაკლი გამრეკელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ნაშრომებისა და პუბლიკაციების კრებულის“ გამოცემისთვის საბეჭდი ვერსიების მომზადება. განმახორციელებელი ააიპ არტ ფუთი;
18.​„ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში მემორიალური ფოტომუზეუმის გახსნა”. განმახორციელებელი ფ/პ ელენე გეგეშიძე;
19.​ „ნაცნობი და უცნობი ფარაჯანოვის“ მეორე წიგნისთვის ოთხი რუსულენოვანი ინტერვიუს თარგმნა ქართულად”. განმახორციელებელი ფ/პ გია ალავიძე;
20.​„თბილისის ქალთა გუნდის 10-წლიანი, ენთუზიაზმით მოღვაწეობის, შემაჯამებელი პირველი საიუბილეო ალბომი“. განმახორციელებელი ინდ/მეწარმე ომარი ბურდული;
21.​„თბილისის საგანძურის ძიებაში (შემეცნებითი, ლიტერატურულ – ეთნოგრაფიული აუდიოსერიალი)“. განმახორციელებელი შპს სტუდია „კოტს“;
22.​„გმირი“ – სამი ფერწერული ტილოს შექმნა. განმახორციელებელი ფ/პ ბესიკი დუღაშვილი;
23.​„ნინო ლორთქიფანიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა და კრებულის გამოცემა”. განმახორციელებელი სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი;
24.​„თანამედროვე წნული“ – წნულის შექმნის ტექნიკის დაუფლება (ვორქშოპი). განმახორციელებელი ფ/პ თიკა შელია;
25.​„მხატვრული კვლევა: ნოდარ მამისაშვილი – თანამედროვე ქართველი ლეონარდო და ვინჩი” – წიგნის გამოცემა. განმახორციელებელი ააიპ თანამედროვე პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ცენტრი;
26.​„შემოქმედებითი კახეთი – ფესტივალი „ეზიარე ფიროსმანს“. განმახორციელებელი ააიპ ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაცია;
27.​„გუგეშაშვილების მომღერალთა ოჯახის საავტორო სიმღერების CD ალბომის ჩაწერა და გამოშვება“. განმახორციელებელი ფ/პ ნინო გუგეშაშვილი;
28.​„ქანდაკების ფესტივალი – 2023“. განმახორციელებელი ააიპ თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია;
29.​„ახლოს მუსიკასთან/ CLOSE TO MUSIC“, გულისხმობს მუსიკის დისტანციური სწავლების მეთოდის დანერგვას. განმახორციელებელი ინდ/მეწარმე მარიამ კუპრეიშვილი;
30.​„Stop Violence“, აუდიოვიზუალური წარმოდგენა – ვიდეოარტის, მხატვრობის, ცოცხალი მუსიკალური შესრულების და მედია ხელოვნების ერთგვარი სინთეზი. განმახორციელებელი შპს ზ.მ.ჯ. არტი ZMGART;
31.​„საუკუნოვანი მეჩეთების ვიზუალური კვლევა მაღალმთიან აჭარაში“. განმახორციელებელი ააიპ კულტურა და კონტაქტები;
32.​„ანიმა-თბილისი „ანიმაციის ხელოვნება: დღეს და ხვალ“ – კონფერენცია და გამოფენა. განმახორციელებელი ააიპ საქანიმა;
33.​„ შეიმოსე ქართული… შეიმოსე ფერადი…“. პროექტის საშუალებით შემუშავდება თანამედროვეობასთან მისადაგებული ქართული შესამოსლის ფორმები. განმახორციელებელი ინდ/მეწარმე ეკატერინე გეგუჩაძე;
34.​„1920-1930-იანი წლების ქართული ქანდაკება ევროპულ სკულპტურასთან გადაკვეთის გზების ძიებათა ჭრილში“. წიგნ-ალბომის გამოცემა. განმახორციელებელი ააიპ არტ-მთენი;
35.​„ქართული დამწერლობა, ისტორია, თანამედროვეობა“, წიგნი-ალბომის გამოცემა. განმახორციელებელი ააიპ გრაფიკული დიზაინის ასოციაცია.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის კონკურსის ბიუჯეტი 660 422 ლარი გახლდათ; კონკურსს 228 მონაწილე ჰყავდა და გაიმარჯვა 30-მა პროექტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები