ისლამაბადის სასამართლოსთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა – დაიღუპა 12 და დაშავდა 27 ადამიანი

პაკისტანში, ისლამაბადის რაიონული სასამართლოს შესასვლელთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. პოლიციის მანქანასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა და 12 ადამიანი იმსხვერპლა,- ამის შესახებ პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

აფეთქებაზე, რომლის დროსაც 27 ადამიანი დაშავდა, პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც მედია წერს, პაკისტანი ბოლო თვეების განმავლობაში თალიბანის აღორძინების წინააღმდეგ იბრძოდა.

პაკისტანის სახელმწიფო მედიისა და ორი უსაფრთხოების უწყების ცნობით, აფეთქება დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად მოხდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მოჰსინ ნაკვიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდამსხმელმა სასამართლოს შენობაში შესვლა სცადა, თუმცა ვერ შეძლო და პოლიციის მანქანა ამოიღო მიზანში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები