,,ნათელია, ბრიუსელს აქვს პოლიტიკა, რომ არ ჰქონდეს დიალოგი საქართველოს მთავრობასთან. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან წამგებიანი, გაუაზრებელი და არალოგიკური პოლიტიკა, თუმცა მინდა ვიმედოვნო, რომ ეს მალე შეიცვლება”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების სამიტზე არ მიიწვიეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ბრიუსელს აქვს.
„ის ფაქტი, რომ საქართველო არ არის მიწვეული არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ბრიუსელს აქვს. მათ შორის გაგახსენებთ, რომ საქართველო მიწვეული არ იყო შავი ზღვის დაკავშირებადობის სამიტზე, რომლის მთავარი თემაც იყო ევროპის დაკავშირება კავკასიის გავლით ცენტრალურ აზიასთან. როდესაც საქართველოს ასეთ ღონისძიებაზე არ მიიწვევ გაუგებარია, რა გზებით აპირებენ ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებას კავკასიის გავლით თუ არა საქართველოს გავლით. ამიტომ ნათელია, რომ ეს არის პოლიტიკა, რომელიც ბრიუსელს აქვს, რომ არ ჰქონდეს დიალოგი საქართველოს მთავრობასთან. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან წამგებიანი, გაუაზრებელი და არალოგიკური პოლიტიკა ბრიუსელის მხრიდან, თუმცა ასევე ვიმედოვნებ, რომ ეს პოლიტიკა, მალე შეიცვლება, იმიტომ რომ თუ მათ მართლაც აქვთ გულწრფელი ინტერესი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იხილონ ევროპულ ოჯახში მაშინ ისინი უნდა ელაპარაკონ იმ ხელისუფლებას, რომელიც აირჩია ქართველმა ხალხმა,” – განაცხადა სამხარაძემ.