ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ღირსება და ერთადერთი, რაც გვინდა, ეს არის პატიოსანი თამაშის წესები

ჩვენ გვაქვს ღირსება და ერთადერთი, რაც გვინდა, ეს არის პატიოსანი თამაშის წესები. ერთი მხრივ არ შეიძლება ითხოვდე დეპოლარიზაციას და მეორე მხრივ აფინანსებდე პოლარიზაციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

„როდესაც ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აფინანსებ და თან ითხოვ დეპოლარიზაციას, ეს ხომ გამორიცხულია?! ისეთ რამეს თუ გთხოვს, რასაც ვერ შეასრულებ ,რა გამოდის?! ამიტომ ჩვენ ვითხოვთ პატიოსანი თამაშის წესებს, სხვანაირად არც ევროკავშირი იქნება, არც სუვერენიტეტი და არც მშვიდობა. ჩვენ გვინდა დეპოლარიზაცია, სწორი მიმართულებით სვლა და ეს გამჭვირვალობის გარეშე არ გამოვა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები