პარლამენტის საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტებმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, დასკვნაში აღნიშნული იქნება, რომ კომიტეტები მხარს უჭერენ გამჭვირვალობისა და ანგარიშგების პრინციპებს.

„დასკვნაში შევიტანოთ, რომ კომიტეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობისა და ანგარიშგების პრინციპს და ამაზე მგონი თავდაცვის კომიტეტიც შემოგვიერთდება და ასევე შევიტანოთ დასკვნაში იმ ტერმინებთან დაკავშირებით რომლებიც მოცემულია კანონპროექტში, ამ ტერმინებს სჭირდება გადახედვა და შემდგომი დისკუსია. შესაბამისად ჩვენ ამ პირობით გადავცეთ ეს საკითხი წამყვან, იურიდიულ კომიტეტს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები