ნანა კაკაბაძე: სალომე სამადაშვილი იმ ხალხზე, რომლებთანაც ახლა თავად არის, მეუბნებოდა, მაგათთან რა საქმე გაქვსო, რა ღირებულებებზე მელაპარაკებით ის ადამიანები, რომლებსაც ღირსება და თავმოყვარეობა არ გაქვთ

მე აქ ვზივარ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სისტემას ვებრძოდი და სალომე სამადაშვილი, მეუბნებოდა, ამ ხალხთან რა საქმე გაქვს შენო, იმ გუნდშია დღეს. საერთოდ რა ღირებულებებზე მელაპარაკებით, რა უფლებით ლაპარაკობთ ღირებულებებზე ადამიანები, რომლებსაც რომლებსაც ღირსება და თავმოყვარეობა არ გაქვთ, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ პარლამენტში, კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს.

როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, პარლამენტში რუსული კანონპროექტის ანალოგის მიღებას არავინ დაუშვებს.

„საზოგადოებას, რომელსაც მე აქ ვუსმენდი, ამ ადამიანებს ეს კანონი არ აღელვებთ. ჩემი თხოვნაა, შეიკრიბონ ის ადამიანები, რომლებსაც ეს კანონი მართლაც აღელვებთ არა საკუთარი თავიდან გამომდინარე, რომ მე არ ვიყო აგენტი. მე აქ ვზივარ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სისტემას ვებრძოდი და სალომე სამადაშვილი, მეუბნებოდა, ამ ხალხთან რა საქმე გაქვს შენო, იმ გუნდშია დღეს. საერთოდ რა ღირებულებებზე მელაპარაკებით, რა უფლებით ლაპარაკობთ ღირებულებებზე ადამიანები, რომლებსაც რომლებსაც ღირსება და თავმოყვარეობა არ გაქვთ.

დგახართ აქ და ვაჭრობთ იმაზე, თუ თქვა ამერიკამ, ასეა, საბჭოთა კავშირის 15 ქვეყანამ თქვა, რომ საბჭოთა კავშირი უნდა ვიყოო და ხუთი ადამიანი გამოვედით, ვთქვით, რომ ეს არ არის მისაღები, რა არის ეს მონური დამოკიდებულება. რა მნიშვნელობა აქვს ამერიკულია თუ არა ეს კანონი? დიახ, ბევრი ამერიკული კანონი ბარბაროსულია, რომლებსაც მე არ ვეთანხმები. როგორ ფიქრობთ თქვენ, ნორმალურია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს გუანტანამოს ციხეზე ვერ საუბრობენ? ნორმალურია, რასაც აშშ-ში ვუყურებდი? ვუთხარი მე ასეთ შეხვედრებზე ვერ წამოვალ, სადაც ჯაჭვებით გადაბმული პატიმრები მიჰყავდათ სასამართლოში. ეს არ არის ჩვენთვის მისაღები. ჩვენ იმიტომ ავირჩიეთ ევროპული ორიენტაცია და ვთქვით, რომ ვართ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, რომ ჩვენი სტანდარტი არის ევროპული და არა ამერიკული. აქედან უნდა ამოვიდეთ და არა იქიდან, რა თქვა კელი დეგნანმა. თავში ქვა უხლია ყველანაირ კელი დეგნანს. დღეს სისულელეების მეტი არაფერი თქვა. რატომ გიჭირთ იმის თქმა, კი, ბატონო ამერიკას წარმოადგენს, მაგრამ სისულელეებს ლაპარაკობს. მონურია ეს მორჩილება თქვენი და არ არის ღირებულებებზე დაფუძნებული. არანაირი ევროპა თქვენ არ გაინტერესებთ, თქვენ ევროპაში მაღაზიები თუ გაინტერესებთ სხვა რამეა, მაგრამ ევროპული ღირებულებები ეს არ არის.

აქ ადამიანები რომ ისხდნენ, ვითომ დემოკრატია აწუხებდათ, ეს ის ადამიანები არიან, ერთი დღე რომ გაუცოცხლოთ საბჭოთა რეჟიმი, სად გაქრებიან ვერავინ დაინახავს, არც ისინი მინახავს ბრძოლის წინა ხაზზე და არც მათი მშობლები. ცოტა ნორმალურად ილაპარაკეთ იარლიყების მიწებებაზე. ნუ გამოდიხართ მხოლოდ საკუთარი ინტერესებით. თქვენ ქვეყანა გიყურებთ, სკამები, რომლებიც გიკავიათ, ბაბუების დატოვებული არ არის. ის ჩვენ მოგეცით თქვენ, თქვენი ლეგიტიმაციით ზიხართ თქვენ. ჩვენ გადმოგეცით ჩვენი უფლებების გარკვეული ნაწილი და გამოიყენეთ ისე, რომ ის ჩვენ ინტერესებში იყოს.

საგნობრივი რა თქვით აქ გარდა იმისა, რომ რუსი ხარ, რუსი ხარ – მე რუს დისიდენტებთან ერთად, ბალტიისპირელებთან და უკრაინელებთან ერთად ვებრძოდი რეჟიმს. რა არის ეს ფაშისტური გამონათქვამები? პუტინი რატომ არის რუსეთი?

რუსულ ანალოგს აქ არავინ დაუშვებს, სიცოცხლეს გავწირავ მე რამე ისეთი რომ მიიღონ, რაც ამ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. იარლიყებს ასე უცბად როგორ მაწებებთ, ვინ არის რუსეთის აგენტი? ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პარლამენტს, რომ ჩვენი ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი ამის მიღებაში ჩასწორებაში, რაც არის მიუღებელი ჩემთვის ეს არის იარლიყები.

რაც შეეხება რეესტრს, ამის გაკეთება არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი. რატომ არ ესმით ამ ორგანიზაციებს ამის აუცილებლობა იცით? არც ერთი ადამიანის უფლებათა სფეროში არ მუშაობს. ერთკვირიანი მონიტორინგი ჩავატაროთ, ტელევიზიებში თუ სადმე გაიჟღეროს გარდა პოლიტიკურად ანგაჟირებული ენჯეოებისა, თუ არ ეხება მიშას ან მიშას გარემოცვას, რომ ვინმემ დააყენოს პრობლემა, ადამიანებს რამე პრობლემა აქვთ. რატომ? იმიტომ რომ პოლიტიზებულები გახდნენ, რადგან ორგანიზაციები მათ არასწორად აფინანსებენ, რადგან ხედავენ, რომ ესენი მუშაობენ არამიზნობრივად, იმას აღარ უნდა მისცე ფული. ამ ქვეყანამ ორი სახელმწიფო გადატრიალება გადაიატანა ორივეზე ითქვა, რომ ეს იყო გარედან დაფინანსებულიო. დღეს არ არის საჭირო, ვიცოდეთ, ეს ადამიანები, რომლებიც გვემუქრებიან სახელმწიფო გადატრიალებით, ისევ გარედან ფინანსდებიან, თუ ეს არის ქვემოდან წამოსული რევოლუცია.

რეესტრში უნდა იყოს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს, ყველას უნდა ეწეროს პროექტები, შინაარსები და ასევე დაფინანსების წყაროები. მე რომ ვარ ადამიანი, ვისაც არ უნდა მაგალითად, სოროსის ფონდის დაფინანსებულ არასამთავრობოებთან მივიდეს, არ მივა იმასთან, წავა სხვასთან“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები