„კაზანტიპის რესპუბლიკაში“ წყვილები დაქორწინდნენ
კაზანტიპის რესპუბლიკაში” ცოტა ხნის წინ დაახლოებით ოცდათმა წყვილმა “იქორწინა” . როგორც „კვირას“ რესპუბლიკა „კაზანტიპის“ ქართული მხარის პრესატეშემ ნინო სტურუამ განუცხადა, საზეიმო ღონისძიება “კაზანტიპის რესპუბლიკის” მთავარ სცენაზე გაიმართა და რამდენიმე წყვილი დაქორწინდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაქორწინებული წყვილებიდან არიან გოგოებიც, რომლებმაც ერთმანეთზე “იქორწინეს”. მათ “კაზანტიპისგან” ქორწინების სპეციალური დოკუმენტები გადაეცათ. როგორც ერთ-ერთმა დაქორწინებულმა წყვილმა განაცხადა, ისინი უკვე დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ, თუმცა ცოტა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ “კაზანტიპის” ფესტივალზე “დაქორწინებულიყვნენ”.
“ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ბედნიერები ვართ, რომ დღეს ერთად ვართ. დღეს ჩვენ დავქორწინდით და ვაპირებთ, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიყოთ”, – განაცხადეს დაქორწინებულებმა.
“კაზანტიპის” ღონისძიების ფარგლებში, კიდევ არაერთი წყვილი დაქორწინდება, რადგან საქორწინო ღონისძიება კიდევ ორჯერ გაიმართება.