რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობის“ ინიციატივაზე: პირველი ელენე ხოშტარია ჩაწერონ, რომელიც ფინანსდება მოსკოვიდან და ამხანაგობს რუსულ რუბლებთან

პირველი ელენე ხოშტარია ჩაწერონ, რომელიც ფინანსდება მოსკოვიდან და ამხანაგობს რუსულ რუბლებთან, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რომელიც საქართველოში რუსული გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას გულისხმობს.

იონათამიშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის“ წევრები ისეთ მარაზმამდე და ორმაგ სტანდარტამდე დავიდნენ, რომ საუკეთესოდ წარმოაჩენენ საკუთარ ზნესა და ბუნებას.

„პირველი ელენე ხოშტარია ჩაწერონ, რომელიც ფინანსდება მოსკოვიდან და ამხანაგობს რუსულ რუბლებთან. ასევე ის პატივცემული პიროვნებები, რომლებიც საკუთარ სახლებს აქირავებენ რუსეთის მოქალაქეებზე. ისეთ მარაზმამდე და ორმაგ სტანდარტამდე დადიან ეს ადამიანები, რითაც სინამდვილეში სხვას კი არ აზიანებენ, საუკეთესოდ წარმოაჩენენ საკუთარ ზნესა და ბუნებას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში რუსული გავლენის აგენტების რეესტრს ქმნის, რომელშიც ის პოლიტიკოსები შევლენ, რომლებიც რუსული ფულით ფინანსდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები