ოთარ მეღვინეთუხუცესისა და გურანდა გაბუნიას საიუბილეო საღამო გაიმართება

6 მარტს, 20:00 საათზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით, მარჯანიშვილის თეატრში ოთარ მეღვინეთუხუცესისა და გურანდა გაბუნიას საიუბილეო საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოზე პატივს მიაგებენ მსახიობების ხსოვნას. ოთარ მეღვინეთუხუცესს 90, ხოლო გურანდა გაბუნიას 85 წელი შეუსრულდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები