გიორგი ვაშაძე: ჩვენ გავაპროტესტებთ დღესაც, ხვალაც, ზეგაც

ჩვენ გავაპროტესტებთ დღესაც, ხვალაც, ზეგაც, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას აქვს კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც უკვე დგამს.

„რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, არის მილიონი ხელმოწერა შესაკრები,ძალიან ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, ერი – ბერი ყველა დადგება ერთად.

ჩვენ გავაპროტესტებთ დღესაც, ხვალაც, ზეგაც. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც ვდგამთ. მე ვფიქრობ, რომ თქვენც უნდა მოაწეროთ ხელი იმ მილიონიდან ერთ-ერთი უნდა იყოთ, ვინც მოაწერს ხელს. მოვახდენთ ამათ დელეგიტიმაციას და პირდაპირ საუბარს დავიწყებთ დასავლეთთან. ამისთვის საჭიროა მილიონი ხელმოწერა. დანარჩენი რა და როგორ იქნება , ნახავთ.

კომიტეტის მოსმენა კიდევ არის ჩანიშნული, მძიმე დღე ექნებათ. დღეს, რასაც აკეთებ არალეგიტიმურია, იმიტომ რომ იქ დეპუტატები არ არიან. სუს-ის და სპეცსამსახურების ზურგს უკან ამოფარებული მხდალები და ლაჩრები არიან“,- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატებს შორის როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მას შემდეგ, რაც სხდომიდან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გააძევეს, მათ პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია – „არა რუსულ კანონს“ დააანონსეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ამ წუთებში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები