როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში 7 მარტამდე დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში კი თოვლია მოსალოდნელი.
მათივე ინფორმაციით, მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტენსიურმა დნობამ და შესაძლო თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.