ლევან იოსელიანი: ე.წ აგენტების კანონი არის ერთმნიშვნელოვნად ძალიან უარყოფითი

“მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის და სახალხო დამცველობის კანდიდატის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ე.წ აგენტების კანონი ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს უქმნის.

“საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის დამოკიდებულება ე.წ აგენტების კანონის შესახებ. ის არის ერთმნიშვნელოვნად ძალიან უარყოფითი. ინიცირების დღიდანვე, როგორც პარლამენტში, ისე საჯარო სივრცეში ვეწინააღმდეგებით მის მიღებას. ის საფრთხეს უქმნის ევროპულ პერსპექტივას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას და ემსახურება მათთვის ჯაშუშის იარლიყის მიკერებას”,- წერს იოსელიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები