“Wizz Air-ს კიშინიოვში ფრენების შეწყვეტის საფუძველი არ ჰქონდა” – მოლდოვის პრემიერი

მოლდოვის პრემიერმინისტრი, დორინ რეჩეანი აცხადებს, რომ უნგრულ ავიაკომპანია Wizz Air-ს კიშინიოვში ფრენების შეწყვეტის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა.

ამის შესახებ მან რუმინული ტელეარხის, TVR 1-ის ეთერში განაცხადა.

„არანაირად არ გვინდა ინტერპრეტაცია. ჩვენ ვცდილობთ, გვქონდეს გულწრფელი და ღია დიალოგი ყველა კომპანიასთან, გავიგოთ, რატომ ვერ გრძნობდა თავს დაცულად Wizz Air-ი ამ გადაწყვეტილების მიღებისას. მაგრამ მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ სიტუაციის გამოსწორებას და ეკონომიკურ აგენტებს თავს მშვიდად, სტაბილურად და უსაფრთხოდ ვაგრძნობინებთ შემდგომი მუშაობისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი აზრით, ეს მდგომარეობა ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის გაზრდას საჰაერო ტრანსპორტის სფეროში.

„Wizz Air-ს არ ჰქონდა მიზეზი ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. მაგალითად, Austrian ან Tarom-ი აგრძელებენ მუშაობას. ახლა არის სხვა პროექტები, რომლებიც უნდა განვითარდეს. ჩვენ ვაგრძელებთ საჰაერო მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმებას სხვადასხვა ქვეყანასთან და, საბოლოოდ, დარწმუნებულები ვართ, რომ მოლდოვის საჰაერო ტრანსპორტის ბაზარზე კონკურენცია გაძლიერდება“, – განაცხადა რეჩიანმა.

Wizz Air-ი კიშიოვში ფრენებს 14 მარტიდან შეწყვეტს. კომპანიაში გადაწყვეტილებას მოლდოვასა და რუსეთს შორის დაძაბულობის ზრდასთან აკავშირებენ, რამაც შესაძლოა, საჰაერო სივრცეში საფრთხეები შექმნას.

ამასთან, კომპანია კომპენსაციის სახით დაამატებს ფრენებს რუმინეთის ქალაქ იასიდან განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები