“რუსეთს მოლდოვაში შეჭრისთვის რესურსი არ აქვს” – მოლდოვის პრემიერმინისტრი

მოლდოვის პრემიერმინისტრი, დორინ რესიანი აცხადებს, რომ რუსეთს მის ქვეყანაში შეჭრისთვის საკმარისი რესურსი არ აქვს.

ამის შესახებ მან რუმინეთის ეროვნული ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

რეჩანის თქმით, რუსეთს მოლდოვაზე თავდასხმა მისი ტერიტორიული დისტანციისა და იმ ფაქტის გამო არ შეუძლია, რომ ქვეყნებს შორის უკრაინა მდებარეობს.

“რუსეთს ესკალაციისთვის რესურსი არ ეყოფა. ასევე ცხადია, რომ რუსეთს არ შეუძლია მოლდოვაში სამხედრო გზით შეჭრა”, – განაცხადა რეციანმა.

მისი თქმით, მეორე მხრივ, მოლდოვას აქვს საკმარისი პოტენციალი დნესტრისპირეთში ვითარების შესაძლო ესკალაციისთვის.

“და დნესტრისპირეთის რეგიონი, ისევე  – როგორც ჩვენ, ისწრაფვის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ. რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს – ბევრ პროპაგანდას, დეზინფორმაციას, გარკვეული საომარი ნარატივების პროპაგანდას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. ეს ყველაფერი უფრო საინფორმაციო ომია, ვიდრე რეალური მდგომარეობა“, – თქვა რეჩანმა.

პრემიერმა  აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა ასევე იცავს მოლდოვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები