სლოვაკეთი მზად არის, უკრაინას გამანადგურებლები MiG-29 გადასცეს
სლოვაკეთის მზად არის, უკრაინას 10 ერთეული გამანადგურებლები MiG-29 გადასცეს.
ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნაგიმ განაცხადა.
მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში ან კვირაში უნდა იყოს მიღებული.
თუ MiG-29-ის გადაცემა მოხდება, სლოვაკეთი იქნება ნატოს წევრი პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდის.
ამასთან, იტალიური მედია წერს, რომ იტალიას შეუძლია, უკრაინას ხუთი საბრძოლო თვითმფრინავი მიაწოდოს. საუბარია Tornado-სა и Amx-ზე. თუმცა, იტალიას არ სურს, იყოს პირველი, ვინც ამას გააკეთებს.
გარდა ამისა, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, უკრაინას მიგ-29 გამანადგურებელი გადასცეს, მაგრამ ვარშავა ამას მხოლოდ ფართო კოალიციის ფარგლებში გააკეთებს.