რუსეთსა და მოლდოვას შორის დაძაბულობის ფონზე, Wizz Air კიშინიოვში ფრენებს წყვეტს
უნგრული ავიაკომპანია – Wizz Air 14 მარტიდან მოლდოვის დედაქალაქში ფრენებს შეაჩერებს, რადგან არსებობს საჰაერო სივრცის უსაფრთხოების საფრთხე.
მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილებას მოულოდნელი და სამწუხარო უწოდა.
Wizz Air-ში განაცხადეს, რომ კომპენსაციის სახით დაამატებს ფრენებს რუმინეთის ქალაქ იასიდან.
რუსეთსა და მოლდოვას შორის დაძაბულობა ბოლო თვეებში რუსული რაკეტების გამო გაიზარდა, რომლებიც უკრაინისკენ იყო მიმართული, მაგრამ მოლდოვის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს.