ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში კორპუსი დაბომბეს – დაღუპულია ორი ადამიანი
რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ზაპოროჟიეში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
როგორც ტელეგრამში ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანმა, ანატოლი კურტევმა დაწერა, “ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის, ეროვნული პოლიციის, საკრებულოს და სოციალური დაცვის პუნქტები. ავტობუსებით ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს”.
ზაპოროჟიეს რეგიონალური ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ დარტყმა S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემით განხორციელდა.