ბლინკენი: მივესალმებით, რომ ყაზახეთი განაგრძობს 200 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქის მასპინძლობას, რომლებიც პუტინის ომის დაწყების შემდეგ ქვეყნიდან გაიქცნენ
მივესალმებით, რომ ყაზახეთი განაგრძობს 200 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქის მასპინძლობას, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის ომის დაწყების შემდეგ თავიანთი ქვეყნიდან გაიქცნენ, – ამის შესახებ ყაზახეთში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„ჩვენ მივესალმებით, რომ ყაზახეთი განაგრძობს 200 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქის მასპინძლობას, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის ომის დაწყების შემდეგ თავიანთი ქვეყნიდან გაიქცნენ. მინდა მადლობა გადავუხადო ყაზახეთის ხალხს უკრაინისთვის საკვების, ტანსაცმლის, მედიკამენტების, სხვა ჰუმანიტარული მარაგების გულუხვად მიწოდებისთვის, მათ შორის კიევსა და ბუჩაში დაუმარცხებლობის იურტების მოწყობისთვის, სადაც უკრაინელებს შეუძლიათ იპოვონ სითბო და ომისგან მოსვენება“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.