ოლაფ შოლცი: გერმანია უკრაინის მხარდასაჭერად საბრძოლო მასალის წარმოებას გაზრდის

German Chancellor Olaf Scholz speaks during a joint news conference in Berlin, Germany March 1, 2023. REUTERS/Michele Tantussi

გერმანია გააძლიერებს საბრძოლო მასალის წარმოებას და იარაღის შეკეთების შესაძლებლობებს, რათა უკეთ დაუჭიროს მხარი უკრაინის ბრძოლას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„უკრაინის ერთწლიანმა მხარდაჭერამ ასევე მოგვცა ცოდნა, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავრწმუნდეთ, რომ ასევე არის საკმარისი მარაგი, სათადარიგო ნაწილები, რომ შევქმნათ ომში გამოყენებული იარაღის სარემონტო შესაძლებლობები, უკრაინის გარეთ მდებარე ადგილებში.

ჩვენ უზრუნველვყოფთ საბრძოლო მასალის წარმოებას, როგორც იმ იარაღისთვის, რომელიც ჩვენ თვითონ მივაწოდეთ [უკრაინას], ასევე იმ იარაღისთვის, რომელიც მოდის იმ მარაგებიდან, რომელიც ხელმისაწვდომია აღმოსავლეთ ევროპაში“, – აღნიშნა შოლცმა.

ცნობისთვის, ბერლინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინაში კიდევ ოთხ Leopard 2-ის ტანკს გააგზავნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები