შალვა პაპუაშვილი: საკითხს განვიხილავთ, მათ შორის, ბატონ ლევანსაც ექნება შესაძლებლობა, მეტი ისაუბროს საკუთარ გადაწყვეტილებებზე

არაერთხელ მითქვამს, რომ კვალიფიციური უმრავლესობა არის ცუდი სისტემა, სამწუხაროდ, არ იძლევა შესაძლებლობას, რომ იყოს უფრო კონსტრუქციული შერჩევა კანდიდატების, წინა პროცესი ჩაიშალა სწორედ ამის გამო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ომბუდსმენობის კანდიდატის შერჩევაზე საუბრისას განაცხადა.

მან ასევე შეაფასა “მოქალაქეების” ლიდერის, ლევან იოსელიანის სახალხო დამცველობის კანდიდატად რეგისტრაციაც.

„ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ, მათ შორის, ბატონ ლევანსაც ექნება შესაძლებლობა, მეტი ისაუბროს საკუთარ გადაწყვეტილებებზე და ხედვებზე და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას.
ახალია ეს ინიციატივა და უმრავლესობა იმსჯელებს, ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ლევან იოსელიანი ამავე დროს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჩვენ ერთად მუშაობის შესაძლებლობა გვქონდა და მის მიმართ, როგორც პროფესიონალის მიმართ ბევრი დადებითი გვესმის. რთულია რამე არადადებითი თქვა, ერთადერთი თავიდანვე იყო ჩვენი პოზიცია და სურვილი, რომ პოლიტიკოსის წრიდან არ ყოფილიყო კანდიდატი, მაგრამ ეს არის კვალიფიციური უმრავლესობის გამოწვევა, არაერთხელ მითქვამს, რომ კვალიფიციური უმრავლესობა არის ცუდი სისტემა, სამწუხაროდ, არ იძლევა შესაძლებლობას, რომ იყოს უფრო კონსტრუქციული შერჩევა კანდიდატების, წინა პროცესი ჩაიშალა სწორედ ამის გამო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები