გია ვოლსკი: სააკაშვილით ვაჭრობა უზნეო ფორმით მიმდინარეობს, ვერც წარმომედგინა, რომ ამაში ჩართული იქნებოდა უახლოესი გარემოცვა და თუნდაც ოჯახი

სააკაშვილით ვაჭრობა მიმდინარეობს ისეთი უზნეო ფორმით, რომ ვერც წარმომედგინა, რომ ამაში ჩართული იქნებოდა უახლოესი გარემოცვა და თუნდაც ოჯახი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილს დასავლეთთან დასაპირისპირებელ რესურსად იყენებენ.

„სააკაშვილია ის რესურსი, რითაც გვაპირისპირებენ დასავლეთს, რომ თითქოს მწამებელ სააკაშვილს ჰოსპიტლის ოროთახიან პალატაში ვაწამებთ. ამაში გადავიდა მთელი ეს პროპაგანდა, რაშიც მილიონები დახარჯეს, აბსოლუტურად უტიფრად და უნამუსოდ. აქედან გამომდინარე, ქვეყნისთვის ასეთი ზიანისა და დარტყმის მიყენების საპასუხოდ, რა საკვირველია, კითხვები იბადება. კი მაგრამ, რაშია საქმე? ბოლოს და ბოლოს, უთხრან, რომ მიიღოს ის სამედიცინო დანიშნულება, ერთხელ წამოსცდეს ვინმეს და მიიღოს ის კვება, რაც საჭიროა. მით უმეტეს, კუჭის რეზექცია აქვს გაკეთებული გასახდომად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ “იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები