დამანგრეველი მიწისძვრის მიუხედავად, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს ჩატარდება
დამანგრეველი მიწისძვრის მიუხედავად, რომელმაც 45 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი არ გადაიდება.
ქვეყნის პრეზიდენტს, როგორც ადრე იყო გაცხადებული, 14 მაისს აირჩევენ.
ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი ფრაქციის, “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” სხდომაზე განაცხადა.
„იცოდეთ, რომ ეს ხალხი 14 მაისს გააკეთებს იმას, რაც უნდა გაკეთდეს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
მიწისძვრით გამოწვეული სიკვდილიანობის და მასშტაბური ნგრევის ფონზე, თურქეთში ოპოზიცია არჩევნების, სულ მცირე, წლის ბოლომდე გადადების წინადადებით გამოდიოდა.