საბერძნეთში სატვირთო და სამგზავრო მატარებლების შეჯახებას, სულ მცირე 32 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაშავებულია

საბერძნეთში ქალაქ ლარისთან სამგზავრო და სატვირთო მატარებლის შეჯახების შედეგად, სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა, 85 დაშავდა.

სამგზავრო მატარებელი რეისს ათენიდან სალონიკში ასრულებდა, მისკენ სატვირთო მატარებელი მოძრაობდა, რომელიც სალონიკიდან ლარისაკენ მიემართებოდა.

სამგზავრო მატარებლის ვაგონები, რომელშიც 350 ადამიანი იმყოფებოდა, რელსებიდან გადავიდა, ერთ-ერთ მათგანს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც ჟურნალისტებს თესალიის რეგიონის გუბერნატორმა, კონსტანტინოს აგორასტოსმა განუცხადა, “შეჯახება ძალიან ძლიერი იყო”.

მისივე თქმით, სამგზავრო მატარებლის პირველი ოთხი ვაგონი რელსებიდან გადავიდა, ამასთან, პირველი და მეორე, თითქმის მთლიანად განადგურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები