საპარლამენტო თანაშემწეებისთვის გამოყოფილი ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენების საქმეზე, იტალიის პოლიციამ ულტრამემარჯვენე ევროპარლამენტარ სტეფანია ზამბელის, ქალაქ ბრეშიაში, 170 000 ევროზე მეტი დაუყადაღა.
ევროკავშირის პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიების ფარგლებში, იტალიელი ევროპარლამენტარის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო და მას ძვირად ღირებული მანქანები ჩამოერთვა.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეს Qatargate-ის კორუფციულ სკანდალთან საერთო არაფერი აქვს.
იტალიის კანონმდებლობის თანახმად, ყადაღის დადებისას ზამბელისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნა აუცილებელი არ იყო. ევროპარლამენტარისთვის ოფიციალური ბრალდება არ წაუყენებიათ.