რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ, დემოკრატიულმა ქვეყნებმა მსგავსი მოვლენების გამეორება უნდა აღკვეთონ, რუსული აგრესიის წრე გაარღვიონ და უკრაინის უსაფრთხოება გააძლიერონ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჰელსინკში, SAMAK-ის ჩრდილოეთის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ როცა დასრულდება, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისტორია არ განმეორდეს. პრეზიდენტი პუტინი ვერ გააგრძელებს ევროპის უსაფრთხოების რღვევას. ჩვენ უნდა გავტეხოთ რუსული აგრესიის ციკლი. ანუ, ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება უკრაინას შეაკავოს და დაიცვას მომავალი აგრესიისგან. ჩვენ უნდა განვახორციელოთ გრძელვადიანი ღონისძიებები უკრაინის უსაფრთხოებისთვის, რადგან უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია“, – ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა.
გარდა ამისა, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გაიხსენა, რომ დღეს SAMAK-ის ფორუმი იმართება ჰელსინკში, ქალაქში, სადაც საფუძველი ჩაეყარა ევროპის უსაფრთხოებას.