თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის მთავრობამ COVID-19-ის წარმოშობის შესახებ კონსენსუსს ჯერ კიდევ ვერ მიაღწია

National Security Council Coordinator for Strategic Communications, John Kirby, speaks during the daily briefing in the Brady Briefing Room of the White House in Washington, DC, on September 16, 2022. (Photo by SAUL LOEB / AFP) (Photo by SAUL LOEB/AFP via Getty Images)

აშშ-ის მთავრობამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია კონსენსუსს იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო კორონავირუსული პანდემია, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სადაზვერვო საზოგადოება და დანარჩენი მთავრობა ჯერ კიდევ აკვირდება ამას. არ არსებობს საბოლოო დასკვნა, ამიტომ მიჭირს თქმა. ის, რაც პრეზიდენტს სურს, არის ფაქტები“, – აღნიშნა კირბიმ.

The Wall Street Journal-მა კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა მიაღწია „დაბალი ნდობის“ დასკვნას იმის შესახებ, რომ კორონავირუსის გავრცელება ლაბორატორიული გაჟონვის შედეგად დაიწყო.

ჯონ კირბი გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ის „არ აპირებს წინ წაიწიოს“ აშშ-ს მთავრობის გამოძიებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები