კირილ ბუდანოვი: ამ ეტაპზე, ვერ ვხედავ იმის ნიშნებს, რომ ჩინეთმა რუსეთს იარაღი გაუგზავნოს

ამ ეტაპზე, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ ჩინეთი რუსეთისთვის რაიმე სახის იარაღის გაგზავნას დათანხმდება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, რომ [ჩინეთს რუსეთის ფედერაციისთვის იარაღის მიწოდება შეეძლო]. ჯერჯერობით, არ მგონია, რომ ჩინეთი რუსეთისთვის იარაღის გადაცემას დათანხმდეს… ვერ ვხედავ რაიმე ნიშანს, რომ ასეთი საკითხები განიხილება.

მე დაზვერვის უფროსი ვარ და მაპატიეთ, რადგან ვეყრდნობი არა ცალკეული ადამიანების მოსაზრებებს, არამედ მხოლოდ ფაქტებს. ვერ ვხედავ ასეთ ფაქტებს“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები