მსოფლიო ბანკმა მიწისძვრის შედეგად თურქეთისთვის მიყენებული ზარალი 34,2 მილიარდ დოლარად შეაფასა

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად, თურქეთისთვის მიყენებული პირდაპირი ფიზიკური ზარალი 34,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამის შესახებ ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წინასწარ შეფასებაშია ნათქვამი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მიწისძვრებმა დააზიანა ის ადგილები, სადაც თურქეთის მოსახლეობის 7%-ზე მეტი ცხოვრობს. დაახლოებით 1,25 მილიონი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ შემდგომმა ბიძგებმა, შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს ნგრევა.

რეგიონის აღდგენა, სავარაუდოდ შესაძლოა ორჯერ მეტი დაჯდეს.

გარდა ამისა, თურქეთი განიცდის ირიბ ზარალს მშპ-ის ვარდნის გამო, დაზარალებულ პროვინციებში ნორმალური ეკონომიკური ცხოვრების შეწყვეტის შედეგად.

ზარალის, დაახლოებით 53% – დანგრეული სახლებია; 28% – დანგრეული სკოლები, ჯანდაცვის ობიექტები, ადმინისტრაციული დაწესებულებები, ოფისები და ა.შ.; 19% – სხვა ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები